Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის სიტყვების შემდეგ ნატოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნებისმიერ თავდასხმას ძლიერი პასუხი გაეცემა


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

ნებისმიერი მოსაზრება, რომ ნატოელი მოკავშირე ქვეყნები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის ალიანსის უსაფრთხოებას და საფრთხის წინაშე აყენებს აშშ-ის და ევროპის სამხედროებს - ამბობს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 11 თებერვლის განცხადებაში.

"ნატოზე ნებისმიერ თავდასხმას გაეცემა ერთიანი და ძლიერი პასუხი" - დასძენს ის.

სტოლტენბერგის განცხადება პასუხია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვებზე - ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს შეაგულიანებს თავს დაესხას ნატოს ქვეყნებს, რომლებიც საკმარის თანხას არ იხდიან.

ტრამპის განცხადებას მანამდე გამოეხმაურა თეთრი სახლიც, და მის სიტყვებს "თავზარდამცემი და შეშლილი" უწოდა.

XS
SM
MD
LG