Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობა „არ მოაწერს ხელს“ „როსგვარდიასთან“ ხელშეკრულებას


რობერტ კიუტი.
რობერტ კიუტი.

რუსეთის ფედერაციის ეროვნულ გვარდიასა და აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება „არ ექვემდებარება ხელმოწერას“, აცხადებს ოკუპირებული რეგიონის შსს-ს ხელმღვანელი, რობერტ კიუტი.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს უწყებაში, ისევე, როგორც ქვეყნის მთელ ხელმძღვანელობაში, არ არიან ადამიანები, რომლებიც იმოქმედებენ და პროფესიული საქმიანობას შეასრულებენ აფხაზეთის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისა ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ“, - განაცხადა კიუტმა.

დე ფაქტო მინისტრის მტკიცებით, აფხაზეთი არის „სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო“ და ამ სტატუსს იცავენ 30 წელია.

„აფხაზეთის რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას უცხო სახელმწიფოს ძალოვანმა სტრუქტურებმა“, - თქვა კიუტმა.

რამდენიმე დღის წინ აფხაზურ მედიაში გამოქვეყნდა ოკუპირებული რეგიონის შსს-სა და „როსგვარდიას“ შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი, რომელსაც წინააღმდეგობა მოჰყვა ოპოზიციისა და საზოგადო მოღვაწეების მხრიდან. კრიტიკოსების აზრით, შეთანხმებით შესაძლებელი ხდებოდა აფხაზეთის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა.

XS
SM
MD
LG