Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ლიდერები, თეთრი სახლი, ნატო გმობენ ტრამპის სიტყვებს რუსეთსა და ალიანსზე


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

თეთრმა სახლმა, ევროპის ლიდერებმა და ნატომ დაგმეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვები - რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, აშშ-მა შესაძლოა არ დაიცვას ალიანსის წევრები რუსეთის მხრიდან პოტენციური შეჭრისგან, თუკი ისინი თავიანთ თავდაცვაზე საკმარის თანხებს არ დახარჯავენ, და რომ მეტიც, ის რუსებს "შეაგულიანებს... რაც უნდათ, ის გააკეთონ".

"ჩვენს უახლოეს მოკავშირეებში მკვლელი რეჟიმის მხრიდან შეჭრის წახალისება არის თავზარდამცემი და შეშლილი რამ, და ეს საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, გლობალურ სტაბილურობას და ჩვენს ეკონომიკას შინ" - თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ენდრიუ ბეიტსმა.

როგორც ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 11 თებერვლით დათარიღებულ წერილობით განცხადებაში ამბობს, ნებისმიერი მოსაზრება, რომ ნატოელი მოკავშირე ქვეყნები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის ალიანსის უსაფრთხოებას და საფრთხის წინაშე აყენებს აშშ-ის და ევროპის სამხედროებს. "ნატოზე ნებისმიერ თავდასხმას გაეცემა ერთიანი და ძლიერი პასუხი" - დასძენს ის.

ტრამპის სიტყვებს კრიტიკულად გამოეხმაურნენ პოლონეთის, გერმანიის, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები.

ტრამპი ამ განცხადებებით გამოვიდა რესპუბლიკური პარტიის მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირებისთვის წარმოებული კამპანიისას.

როცა პრეზიდენტი იყო, ტრამპი ხშირად გამოთქვამდა ეჭვებს ნატოს საჭიროებაზე და იმუქრებოდა, რომ ალიანსს დატოვებდა, თუკი წევრი ქვეყნები თავ-თავიანთ თავდაცვაზე საკმარის ხარჯებს არ გაიღებდნენ.

XS
SM
MD
LG