Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი არ ამბობს, დააპატიმრებდა თუ არა სომხეთი პუტინს ICC-ის ორდერის საფუძველზე


ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უარი თქვა განეცხადებინა დააპატიმრებს თუ არა მისი ქვეყანა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, თუკი ეს უკანასკნელი სომხეთში ჩავა - მას შემდეგ, რაც ერევანმა გადაწყვიტა შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), რომელსაც პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გამოცემული მისი როლისთვის უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის პროცესში.

ფაშინიანს ეს კითხვა რამდენჯერმე დაუსვეს ინტერვიუში ბრიტანეთის გაზეთ Telegraph-თან, რის პასუხადაც მან თქვა: "სომხეთმა გაატარა ფართომასშტაბიანი დემოკრატიული რეფორმები, და მე არ ვწყვეტ ვინ უნდა დააპატიმრონ და ვინ არა".

რუსეთი სომხეთის ტრადიციული მოკავშირეა, თუმცა ბოლო წლებში მათ ურთიერთობაში სხვადასხვა საკითხზე დაძაბულობამ იჩინა თავი.

XS
SM
MD
LG