Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი 27-ედ მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში


ალექსეი ნავალნი კოლონიაში, რომელიც მდებარეობს ხარპის დასახლებაში, იამალის ნახევარკუნძულზე.10 იანვარი, 2024 წელი
ალექსეი ნავალნი კოლონიაში, რომელიც მდებარეობს ხარპის დასახლებაში, იამალის ნახევარკუნძულზე.10 იანვარი, 2024 წელი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 27-ედ, ამჯერად 7 დღით მოათავსეს იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიის სადამსჯელო იზოლატორში, ათი დღით.
მიმდინარე დღეების ჩათვლით, ნავალნის პატიმრობის სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იზოლატორში 300 დღე ექნება გატარებული.

2023 წლიდან ნავალნი სასჯელს იხდის განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია "Полярный волк-ში" (რუს. პოლარული მგელი), იამალის ნახევარკუნძულზე, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთში.

სადამსჯელო იზოლატორის საკნის პირობები განსაკუთრებით მკაცრია: პატიმრებს არ აძლევენ თეთრეულს, ეკრძალებათ შეხვედრა ახლობლებთან, სატელეფონო საუბრები, ამანათების მიღება გარედან, სეირნობა და სურსათის შეძენა მაღაზიაში.

2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა, როცა დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ჯგუფის დაარსებაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებასა და მის დაფინანსებაში. პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ არ ცნობს, ბევრი სამართალდამცავი ორგანიზაცია მას პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG