Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა პრეზიდენტი, აბასი ჰამასს მოუწოდებს "სწრაფად" დათანხმდეს ღაზის შეთანხმებას


მაჰმუდ აბასი, პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი
მაჰმუდ აბასი, პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი

პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ ჰამასს 14 თებერვალს მოუწოდა სწრაფად დათანხმდეს ღაზის შეთანხმებას, რათა "მძიმე შედეგები" თავიდან იქნეს აცილებული - იუწყება პალესტინელთა ოფიციალური სააგენტო Wafa.

საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული, ოკუპირებულ დასავლეთის სანაპიროზე განთავსებული პალესტინელთა ავტონომია არ მონაწილეობდა ამ კვირაში ეგვიპტეში გამართულ მოლაპარაკებაში, რომლის მიზანი იყო ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, ოთხ თვეზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე ომის შემდეგ.

აბასის განცხადებების ფონია ისრაელის მთავრობის მზადება სახმელეთო შეჭრისთვის ქალაქ რაფაჰში, სადაც, ისრაელის განცხადებით, ჰამასის ბოლო ბასტიონებია დარჩენილი. მაგრამ ღაზის სექტორის სამხრეთში განთავსებულ რაფაჰზე შეტევის პერსპექტივა მძლავრ შეშფოთებას აღძრავს საერთაშორისო თანამეგობრობაში, რადგან ამ ქალაქს ამჟამად თავს აფარებს ღაზის მოსახლეობის ნახევარზე მეტი.

XS
SM
MD
LG