Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში გადადგა ეკონომიკის მინისტრი, რომლის განცხადებით, მიზეზი ფაშინიანთან უთანხმოება იყო


ვაჰან ქერობიანი, სომხეთის უკვე ყოფილი ეკონომიკის მინისტრი
ვაჰან ქერობიანი, სომხეთის უკვე ყოფილი ეკონომიკის მინისტრი

14 თებერვალს სომხეთში თანამდებობიდან გადადგა ეკონომიკის მინისტრი, ვაჰან ქერობიანი - ორ კვირაში მას შემდეგ, რაც მისი მოადგილე და სხვა თანამშრომლები დააპატიმრეს კორუფციის ბრალდებებით, რომლებსაც იგი უარყოფს.

ქერობიანმა თავისი ნაბიჯი ახსნა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან დაუკონკრეტებელი უთანხმოებით. მან ეკონომიკის მინისტრის პოსტზე სამ წელიწადზე მეტი იმუშავა.

ქერობიანმა გამორიცხა მოსაზრება, რომ მისი გადადგომა არის პასუხი მისი ქვეშევრდომების დაპატიმრებაზე. ტელევიზიით გადაცემულ განცხადებაში ქერობიანმა თქვა, რომ თუ ბრალდებები დადასტურდება, პასუხისმგებლობას ისიც იკისრებს.

საგამოძიებო კომიტეტმა 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ გამოძიებას განაგრძობს და შესაძლოა "კიდევ ათობით პირი" იქნეს ამოცნობილი მონაწილედ კორუფციის სავარაუდო საქმეში.

XS
SM
MD
LG