Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკის ოლქში რუსეთმა იერიში მიიტანა სამშობიარო სახლზე. დაიღუპა სამი ადამიანი


სელიდოვოს საავადმყოფოს შენობა რუსეთის იერიშის შემდეგ, უკრაინა, 2024 წლის 14 თებერვალი
სელიდოვოს საავადმყოფოს შენობა რუსეთის იერიშის შემდეგ, უკრაინა, 2024 წლის 14 თებერვალი

უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოში გასულ ღამით, რუსეთის იერიშის შედეგად დაზიანდა საავადმყოფოს შენობა, არიან დაღუპულები და დაჭრილები - იუწყებიან უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახური და დონეცკის ოლქის პოლიცია.

გავრცელებული ცნობებით, სროლის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება, სადაც 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა, დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი, დაიჭრა კიდევ ექვსი პირი. უკრაინის წარმომადგენელთა ცნობით, ნანგრევებიდან მოხერხდა ექვსი თვის ჩვილის გადარჩენა, პაციენტები სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

საერთო ჯამში, დონეცკის ოლქის უკრაინის მიერ კონტროლირებულ ნაწილებში გასული დღე-ღამის განმავლობაში დაიღუპა სულ მცირე ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG