Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის წარმომადგენელი: კოლონიის მითითებულ მორგში მისი ცხედარი არ არის


16 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში, კოლონიაში გარდაიცვალა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი
16 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში, კოლონიაში გარდაიცვალა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნის წარმომადგენელმა, კირა იარმიშმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი "ტვიტერი") დაწერა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცხედარი არ არის იმ მორგში, რომელზეც კოლონიამ ოჯახს ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ოჯახს მორგი დაკეტილი დახვდა.

"​სალეხარდის მორგში ალექსეის ადვოკატი და დედა მივიდნენ. ის დახურულია, მიუხედავად კოლონიის მტკიცებისა, რომ მუშაობს და ნავალნის ცხედარი იქ არის. კარზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკა ადვოკატმა. მას უთხრეს, რომ ის მეშვიდე იყო, ვინც დღეს დარეკა. მორგში ალექსეის ცხედარი არ არის", - დაწერა კირა იარმიშმა სოციალურ ქსელ X-ში.

რუსეთში, კოლონიაში გარდაიცვალა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა, X-ით დაადასტურა ალექსეი ნავალნის სიკვდილი და გაავრცელა მოკლე ცნობა, სადაც წერს, რომ „ალექსეი ნავალნი მოკლეს“.

ნავალნის გარდაცვალებაზე ინფორმაციის გავრცელებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

"პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით. შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა", - წერია ფეისბუკპოსტში.

XS
SM
MD
LG