Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდასხმის შემდეგ, იზრდება შიში ღაზის მთავარი საავადმყოფოს გამო


პალესტინელები ტოვებენ ხან-იუნისს ისრაელის თავდასხმის შემდეგ და რაფაჰისკენ მიემართებიან. 14 თებერვალი. 2024 წელი
პალესტინელები ტოვებენ ხან-იუნისს ისრაელის თავდასხმის შემდეგ და რაფაჰისკენ მიემართებიან. 14 თებერვალი. 2024 წელი

17 თებერვალს გაძლიერდა შიში ღაზის ერთ-ერთ მთავარ საავადმყოფოში ჩარჩენილი ადამიანების გამო მას შემდეგ, რაც ისრაელის ჯარებმა იერიში მიიტანეს ამ ობიექტზე.

რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რამდენიმე პაციენტი დაიღუპა ჟანგბადის უკმარისობის გამო. სამინისტრომ, რომელსაც მართავს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილი ჰამასი - 16 თებერვალს, საღამოს, განაცხადა, რომ სულ მცირე, 120 პაციენტი და ხუთი სამედიცინო ბრიგადა წყლის, საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ნასერის საავადმყოფოში.

სამედიცინო დაწესებულება მდებარეობს ღაზის სამხრეთის მთავარ ქალაქ ხან-იუნისში. ბოლო დღეებში საავადმყოფოს გარშემო გაცხარებული ბრძოლები მძვინვარებდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა 15 თებერვალს განახორციელეს თავდასხმა ღაზის ყველაზე დიდ, მოქმედი საავადმყოფოზე.

ისრაელის სამხედროებმა ნასერას საავადმყოფოზე თავდასხმას შეაფასეს, როგორც "ზუსტი და შეზღუდული" და თქვეს, რომ ის ეყრდნობოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შენობაში ჰამასელები იმყოფებოდნენ.

XS
SM
MD
LG