Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი მოსკოვში ნავალნის იმპროვიზებულ მემორიალთან მივიდა


აშშ-ის ელჩი ლინ ტრეისი „სოლოვეცკის ქვასთან" 29 ოქტომბერი, 2023 წელი. ელჩი ტრეისი 18 თებერვალს მოსკოვში ნავალნის იმპროვიზებულ მემორიალთან მივიდა.
აშშ-ის ელჩი ლინ ტრეისი „სოლოვეცკის ქვასთან" 29 ოქტომბერი, 2023 წელი. ელჩი ტრეისი 18 თებერვალს მოსკოვში ნავალნის იმპროვიზებულ მემორიალთან მივიდა.

რუსეთში აშშ-ის ელჩი 18 თებერვალს მოსკოვში მივიდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად იმპროვიზებულად შექმნილ მემორიალთან, „სოლოვეცკის ქვასთან“ მაშინ, როცა რუსეთის ხელისუფლებამ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა საპატიმროში 16 თებერვალს გარდაცვლილი პოლიტიკოსის ხსოვნის აქციებზე.

ელჩმა, ლინ ტრეისიმ ფოტო გადაიღო „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის მემორიალთან, „სოლოვეცკის ქვასთან,“ რომელიც ნავალნისთვის პატივის მიგების მთავარ ადგილად გადაიქცა. „დღეს „სოლოვეცკის ქვასთან“ გვგლოვობთ ალექსეი ნავალნის და პოლიტიკური რეპრესიის სხვა მსხვერპლს,“ წერია სოციალურ ქსელებში მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

XS
SM
MD
LG