Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ღაზის სექტორის დაბომბვა გააგრძელა, აშშ აპირებს ვეტო დაადოს გაეროში ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციის პროექტს


ისრელის ჯარისკაცები ღაზის სექტორში. 17 თებერვალი, 2024 წელი
ისრელის ჯარისკაცები ღაზის სექტორში. 17 თებერვალი, 2024 წელი

ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა 18 თებერვალს, იტყობინება AP-ი მედიკოსებსა და თვითმხილველებზე დაყრდნობით.

ამ ფონზე აშშ-მა განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს გაეროს რეზოლუციის მორიგ პროექტს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.

აშშ, ისრაელის მთავარი მოკავშირე იმედს გამოთქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის და მძევალთა განთავისუფლების შესახებ შეთანხმება შედგება ისრაელსა და აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულ ჰამასს შორის და მოელის კონფლიქტის უფრო ფართო მოგვარებას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმების პირობებს უარყოფს და მან ჰამასის მოთხოვნებს "ბოდვა" უწოდა, ის უარყოფს აშშ-ის და საერთაშორისო მოწოდებებს პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნისკენ.

XS
SM
MD
LG