Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში დაკრძალეს მე-18 არმიის მეთაურის მოადგილე, რომელიც უკრაინაში ბრძოლის დროს დაიღუპა


"ვაგნერის" სასაფლაო ყუბანში, სადაც 850-ი სამხედრო მოსამსახურეა დაკრძალული
"ვაგნერის" სასაფლაო ყუბანში, სადაც 850-ი სამხედრო მოსამსახურეა დაკრძალული

დაღესტნის სოფელ კიუტში დაკრძალეს რუსეთის ამ რეგიონის მკვიდრი, პოლკოვნიკი მაგომედალი მაგომეჯანოვი, რომელიც რუსეთის მე -18 არმიის მეთაურის მოადგილის რანგში ასრულებდა საბრძოლო დავალებას უკრაინის წინააღმდეგ ომში (რუსეთის მას სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს-რედ). პოლკოვნიკი მაგომედჯანოვი ბრძოლის ველზე მძიმედ დაიჭრა და სამკურნალოდ გადაიყვანეს ანექსირებულ სევასტოპოლის საავადმყოფოში, სადაც ოფიცერ გარდაიცვალა.

მაგომედჯანოვის გარდაცვალების შესახებ ცნობა რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი მელიკოვმა და დაღესტნის საზოგადოებრივმა პალატამ გაავრცელეს. როგორც ცნობაშია ხაზგასმული, მაგომეჯანოვი ადრე მსახურობდა კასპიის ფლოტილიის 177-ე ცალკეული საზღვაო პოლკის 77-ე ცალკეული ბრიგადის მეთაურად.

„კავლაზ.რეალიის“ ცნობით, უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლის განმავლობაში რუსეთის არმიის რიგებში მყოფი 875 დაღესტნის მკვიდრი დაიღუპა. საერთო ჯამში, 18 თებერვლის მონაცემებით, უკრაინაში დაღუპული სამხედროების რაოდენობამ სამხრეთ რუსეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრთა ან მაცხოვრებელთა შორის 6319 ადამიანს მიაღწია. აქ არ შედის ყუბანში მდებარე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სასაფლაოზე დაკრძალული 850-ი სამხედრო მოსამსახურე.

ეს მონაცემები გამომდინარეობს იმ ცნობებიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს ქვეყნდებოდა ადგილობრივ მედიაში, სოციალურ ქსელებში, ხელისუფლებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების საიტებზე, ან მიღებულია უფლებადამცველების, აქტივისტების და „კავკაზ.რეალიის“ საკუთარი წყაროების საშუალებით. ფაქტობრივი დანაკარგები შეიძლება ბევრად უფრო დიდი იყოს.

  • 2022 წლის 20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, გაასაიდუმლოებინა უკრაინაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ნათესავების შესახებ ცნობები. 6 ივნისს, კალინინგრადის სასამართლომ აკრძალულ მასალად ცნო უკრაინაში დაღუპულ ფსკოვის ოლქის ბინადართა სია, რომელსაც ერთ-ერთი სამოქალაქო პორტალი აქვეყნებდა.
  • სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოს, რომლის გამჟღავნებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება. მის შემდეგ, რიგმა რეგიონულმა მედიასაშუალებებმა, რომლებიც ადრე აქვეყნებდნენ დაღუპულთა სიებს, წაშალეს ისინი.

XS
SM
MD
LG