Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე „ოცნება" ნინო წილოსანის არჩევას გეგმავს


ნინო წილოსანი, პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან".
ნინო წილოსანი, პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან".

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიას დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შესახებ აცნობა. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ მდინარაძე თქვა, რომ თავად დაიკავებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოდან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

„ქართული ოცნების" ფრაქციას კი დეპუტატი რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს.

ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ვაკანტურად დარჩენილ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი დაიკავებს.

მდინარაძემ სხვა საკადრო ცვლილებებზეც ილაპარაკა: „ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეული იქნა გიორგი ცაგარეიშვილი. მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ ნინო წილოსანი არჩეული იქნება ვიცე-სპიკერად, თავისუფლდება მისი ადგილი, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის და აქ ჩვენ წარვადგენთ მის პირველ მოადგილეს გელა სამხარაულს, ხოლო აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარვადგენთ დაჩი ბერაიას კანდიდატურას“.

8 თებერვალს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა.

XS
SM
MD
LG