Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვაგნერელები“ გე-ერ-უ-ს კონტროლის ქვეშ აფრიკაში რჩებიან - RUSI-ს ანგარიში


კაპიტან იბრაჰიმ ტრაორეს მომხრეები რუსეთის დროშით. ბურკინა ფასო, უაგადუგუ. 2 ოქტომბერი, 2022 წელი. (სალუსტრაციო ფოტო)
კაპიტან იბრაჰიმ ტრაორეს მომხრეები რუსეთის დროშით. ბურკინა ფასო, უაგადუგუ. 2 ოქტომბერი, 2022 წელი. (სალუსტრაციო ფოტო)

რუსეთი თავისი გავლენის გაფართოების, იზოლაციის თავიდან აცილების მიზნით და მეტოქეების დესტაბილიზაციის და დასუსტების ჩარჩოებში მიმართავს არატრადიციულ მეთოდებს: ამ მეთოდების ნაწილი უკავშირდება დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის „ვაგნერის“ ფუნქციების გადახალისებას, რომელიც აფრიკის კონტინენტზე წარმატებით ახორციელებს ბუნებრივი რესურსებზე წვდომის მიზნით კრემლის პოლიტიკას.

ესაა ნათქვამი 230 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ეკუთვნის RUSI-ს, ლონდონში დაფუძნებულ თავდაცვის სფეროში კვლევის გაერთიანებულ სამეფო ინსტიტუტს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აფრიკასთან და ახლო აღმოსავლეთთან ეკონომიკური კავშირების განვითარებაში დაინახა სანქციებისგან დაცვის გზა, როცა დასავლეთის ბევრი ქვეყანა ცდილობს რუსეთის იზოლირებას უკრაინაში მისი ჯარების შეჭრის შემდეგ, წერია RUSI-ს ანგარიშში.

როგორც სამეფო ინსტიტუტის ექსპერტები წერენ, „ვაგნერი, რომელიც მისი დამაარსებლის, აწ გარდაცვლილი ევგენი პრიგოჟინის მიერ ამბოხების მცდელობის შემდეგ დაიშალა, გადავიდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს- რუსეთის სადაზვერვო სამხედრო უწყების - გე-ერ-უ-ს კონტროლის ქვეშ. მას შემდეგ ჯგუფი ფუნქციონირებს როგორც საექსპედიციო კორპუსი, რომლის ამოცანა აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის ქვეყნების პოზიციების შესუსტებაა.

„გე-ერ-უ-მ აიღო "ვაგნერის" ჯგუფის ფუნქციები და აქტიურად აფართოებს პარტნიორობას აფრიკასთან, რათა შეავიწროოს დასავლური ინტერესები“, - ნათქვამია მოხსენებაში, რომლის ავტორები იყენებენ ტერმინს „როსკოლონიალიზმი“ და წერენ მის წარმატებებზე „რამდენიმე მიმართულებით“.

RUSI-ი თავის ანგარიში აკრიტიკებს დასავლეთის მთავრობებს, კერძოდ, ლაპარაკია მათ „უუნარობაზე დაეხმარონ პარტნიორებს მათ წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებაში“. ექსპერტები ასევე წერენ ამ რეგიონებში დასავლეთის მიმართ იმედგაცრუების მაღალ დონეზე, რაც მხოლოდ აძლიერებს „რუსულ მანდატს“.

სხვა საკითხებთან ერთად, RUSI-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩეჩნეთის მმართველს რამზან კადიროვს რუსეთის ხელისუფლება იყენებს გავლენის ფართო ქსელის შესაქმნელად ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ჩეჩენ და მუსლიმანურ მოსახლეობაში - კვლავაც იმ განზრახვით, რომ ძირი გამოუთხაროს დასავლეთის ინტერესებს. ექსპერტების აზრით, რიგი სახელმწიფოების უარი, შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, ნაწილობრივ კადიროვის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია.

XS
SM
MD
LG