Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო


24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე ევროკავშირი სანქციების მე-13 პაკეტს დაამტკიცებს რუსეთის წინააღმდეგ.
24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე ევროკავშირი სანქციების მე-13 პაკეტს დაამტკიცებს რუსეთის წინააღმდეგ.

ევროპის კავშირი წევრი ქვენები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტზე. ეს არის ორი წლის წინ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ რიგით მე-13 ასეთი პაკეტი, რომელიც, ევროკავშირში ბელგიის წარმომადგენლობის თანახმად, „ევროკავშირის მიერ მიღებული ერთ-ერთი ყველაზე ფართო პაკეტია,“ წერია X-ით (ყოფილი ტვიტერი) გავრცელებულ ცნობაში.

Reuters-ის თანახმად, ახალ პაკეტში დამატებულია 200-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი, მაგრამ არ შეუტანიათ სანქციები ცალკეული სფეროების მიმართ.

ბელგიის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ პაკეტი ოფიციალურად დამტკიცდება 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავზე.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მოქმედებს 2014 წლიდანაც, ყირიმის ანექსიის გამო. უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან ევროკავშირს მიღებული აქვს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების უკვე 12 პაკეტი.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG