Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა საარჩევნო კომისიის უარი ნადეჟდინისთვის კენჭისყრაში მონაწილეობაზე


ბორის ნადეჟდინი
ბორის ნადეჟდინი

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 21 თებერვალს არ დააკმაყოფილა პრეზიდენტობის ომის მოწინააღმდეგე კანდიდატის, ბორის ნადეჟდინის საჩივარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მას აეკრძალა მონაწილეობა მომავალ თვეში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

უზბეკეთში დაბადებული, 60 წლის ნადეჟდინი - რომელიც საუნივერსიტეტო სფეროში მუშაობს და უწინ კანონმდებელიც იყო - ასაჩივრებდა კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას მისთვის კენჭისყრის აკრძალვაზე.

გასულ კვირაში უზენაესმა სასამართლომ უარყო მისი კიდევ ორი საჩივარი, რომლებიც მიემართებოდა საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებს მისი მხარდამჭერების ხელმოწერების და პეტიციების შესახებ.

21 თებერვლის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება უზენაესი სასამართლოს სააპელაციო საბჭოში.

XS
SM
MD
LG