Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა წვევამდელთა დემობილიზაციის შესახებ კანონი მიიღო


პრეზიდენტმა ზელენსკიმ კანონპროექტი პარლამენტს 22 თებერვალს წარუდგინა
პრეზიდენტმა ზელენსკიმ კანონპროექტი პარლამენტს 22 თებერვალს წარუდგინა

23 თებერვალს უკრაინის "ვერხოვნა რადამ" მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც "სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, როგორც დეპუტატებმა განაცხადეს. როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, კანონპროექტს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შევიდა, 319 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კანონპროექტი უკრაინის პრეზიდენტს აძლევს უფლებას, რომ თავისი განკარგულებით სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლოს ის წვევამდელები, რომელთა სამსახურის ვადა საომარი მდგომარეობის გამო განსაზღვრულ ვადებს გადასცდა.

უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ცნობით, კანონის თანახმად თადარიგში დათხოვნილი პირები არ 12 თვის განმავლობაში არ დაექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გამოძახებას, თუ თავად არ ექნებათ სამსახურის გაგრძელების სურვილი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონპროექტი პარლამენტს 22 თებერვალს წარუდგინა და მის მიღებას „გადაუდებელი“ უწოდა.

საომარი მდგომარეობა უკრაინაში 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღეს დაწესდა. ამავე დროს, გამოცხადდა საერთო მობილიზაცია. იმ მომენტიდან, უკრაინის „ვერხოვნა რადა“ რეგულარულად ახანგრძლივებს საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის მოქმედების ვადებს.

XS
SM
MD
LG