Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმინისტრაცია: ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანისგან სომხეთში ვიზიტის მიწვევა მიიღო


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანისგან მიიღო მიწვევა, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმოს მისი ვიზიტი სომხეთში. უწყების ცნობით, ფაშინიანმა და კობახიძემ ტელეფონით ისაუბრეს და ამავე საუბრისას სომხეთის ლიდერმა ქართველ კოლეგას პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს.

გარდა ამისა, უწყება აცხადებს, რომ საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა, ასევე ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

XS
SM
MD
LG