Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის პრესმდივნის თქმით, ოპოზიციონერის დედას სამი საათი მისცეს შვილის საიდუმლო ვითარებაში დასაფლავების პირობაზე დასათანხმებლად


ლუდმილა ნავალნაია
ლუდმილა ნავალნაია

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პატიმრობაში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის ყოფილი პრესმდივანი, კირა იარმიში სოციალური მედიით ავრცელებს ცნობას, რომ გამომძიებლებმა ნავალნის დედას, ლუდმილა ნავალნაიას სამი საათი მისცეს მათ პირობაზე დასათანხმებლად - რომ ის შვილს საიდუმლო ვითარებაში, ცერემონიის გარეშე დაასაფლავებს.

ნავალნის დედა თუ ულტიმატუმს არ დათანხმდება, მის შვილს კოლონიის ტერიტორიაზე დამარხავენ.

იარმიში იუწყება, რომ ნავალნაიამ უარი თქვა საგამოძიებო კომიტეტთან მოლაპარაკებაზე, რადგან ეს უწყება არ არის უფლებამოსილი გადაწყვიტოს სად და როგორ უნდა დაასაფლაონ მისი ვაჟი. იარმიშის თანახმად, ნავალნაია აცხადებს, რომ, კანონის თანახმად, მისი შვილის ცხედარი ოჯახს უნდა გადაეცეს სიკვდილის მიზეზის ოფიციალურად დადგენიდან ორ დღეში. ეს ვადა 24 თებერვალს გადის.

XS
SM
MD
LG