Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სარდლობამ დაადასტურა ავდეევკის დასავლეთით დაბა ლასტოჩკინოს დატოვება


განადგურებული რუსეთის სამხედრო ტექნიკა ავდეევკასთან. საილუსტრაციო ფოტო
განადგურებული რუსეთის სამხედრო ტექნიკა ავდეევკასთან. საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკან დაიხიეს ქალაქ ავდეევკის დასავლეთით მდებარე, დასახლებულ პუნქტ ლასტოჩკინოდან, - ამის შესახებ უკრაინულ მედიას ჯარების დაჯგუფება „ტავრიის“ სპიკერმა, ჯგუფის სპიკერმა დიმიტრი ლიხოვოიმ აცნობა.

უკრაინის სარდლობის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის არმია ავიაციისა და არტილერიის დახმარებით მიმდინარე ინტენსიური იერიშების გამო, "უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე."

უკრაინულმა გამოცემებმა და სამხედრო ექსპერტებმა ლასტოჩკინოდან უკრაინის ჯარის უკანდახევის შესახებ ცნობა გაავრცელეს 24 თებერვალს, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული ფართომასშტაბიანი ომიდან ორი წელი შესრულდა.

  • 16 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალმა მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკიდან უკრაინის სამხედრო დანაყოფების გაყვანისა და მათი უფრო „ხელსაყრელ პოზიციაზე გადაჯგუფების“ გადაწყვეტილება მიიღო.
  • უკრაინული ჯარების ჯგუფის „ტავრიის“ მეთაურმა ალექსანდრ ტარნავსკიმ მეორე დღეს განაცხადა, რომ 17 თებერვლის ღამეს უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა „ალყის თავიდან აცილების და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით“ დატოვა.
  • ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების შეფერხებამ ხელი შეუწყო ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე რუსეთის შეტევის დაწყებას.
  • ცენტრის ანალიტიკოსების თანახმად, ამჟამად რუსეთის სამხედრო ძალები სულ მცირე სამ შეტევით ოპერაციას ატარებენ - ხარკოვის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებით, ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებული პუნქტის, რაბოტინოს რაიონში და დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის გარშემო.
XS
SM
MD
LG