Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ უდიდან მეწყრის საფრთხის გამო რამდენიმე ოჯახის გასახლებაა საჭირო


გეოლოგებმა ტერიტორიის შესწავლა თებერვალში გააქტიურებული მეწყრული პროცესების დროს დაიწყეს.
გეოლოგებმა ტერიტორიის შესწავლა თებერვალში გააქტიურებული მეწყრული პროცესების დროს დაიწყეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდ სოფელში მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო რამდენიმე ოჯახის გასახლებაა საჭირო. სოფელ უდის შესახებ დასკვნა მოამზადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა.

დასკვნით დასტურდება, რომ უდეში, ე.წ. პირდაპირების დასახლებაში, ძლიერმა წვიმამ და თოვლის ნადნობმა წყალმა მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია.

გეოლოგები წერენ, რომ სტიქიის ზონაში მდებარე 24 სახლიდან 16 საცხოვრებლად სახიფათოა. სამი ოჯახი უკვე გაასახლეს, სამთან მუნიციპალიტეტს პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქვს, ორი კი უარს ამბობს საცხოვრებლის დატოვებაზე. დანარჩენმა ოჯახებმა სახლები წლების წინ გააქტიურებული მეწყრული პროცესების დროს დატოვეს.

სოფელში, რომელშიც დაახლოებით 1800 ოჯახი ცხოვრობს, მეწყრის გამო შექმნილი პრობლემების შესახებ რადიო თავისუფლება რამდენიმე კვირის წინ წერდა. თუმცა გეოლოგები მომზადებულ დასკვნაში აღნიშნავენ, რომ გააქტიურებულ არეალთან მდებარე სახლებს დეფორმაცია ბოლო პროცესების დროს არ განუცდია.

XS
SM
MD
LG