Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიაში ევროპარლამენტარ ჟდანოკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო


ჟდანოკს წელს ეწურება ევროპარლამენტის მანდატი. ადრე ის გარიცხეს ევროპული ფრაქცია „მწვანეებიდან“, ვინაიდან უარი თქვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობაზე.
ჟდანოკს წელს ეწურება ევროპარლამენტის მანდატი. ადრე ის გარიცხეს ევროპული ფრაქცია „მწვანეებიდან“, ვინაიდან უარი თქვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობაზე.

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება ევროპარლამენტარ ტატიანა ჟდანოკის წინააღმდეგ. გამოცემა "დელფის" თანახმად, იგი ეჭვმიტანილია რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში.

ცნობაში აღნიშნულია, რომ გამოძიება დაიწყო 22 თებერვალს, მაგრამ ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებს არ ამჟღავნებს. თავად ევროპარლამენტარ ტატიანა ჟდანოკსაც არ გაუკეთებია კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე. მანამდე მან უარყო რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან რაიმე კავშირი.

ოფიციალურად არ არის ცნობილი, თუ რასთან არის დაკავშირებული საქმის აღძვრა. სავარაუდოდ, იგი ეფუძნება ჟდანოკის ელექტრონული მიმოწერის გაჟონვის შედეგად მიღებულ მონაცემებს. ამ მიმოწერის საფუძველზე თავიანთი გამოძიება იანვარში რამდენიმე მედიასაშუალების, მათ შორის, Insider-ის, Re:Baltica-ს, Delphi-ისა და Swedish Expressen-ის მიერ გამოქვეყნდა. იმ დროს ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მოკვლევას ჩაატარებდა.

გამოძიება ემყარება ჟდანოკის ელექტრონულ ფოსტას, რომელიც ჰაკერული გზით გახდა ცნობილი. ლატვიელი ევროპარლამენტარი ტატიანა ჟდანოკი აქტიურ მიმოწერას აწარმოებდა რუსეთის მოქალაქეებთან, რომლებიც სავარაუდოდ ფსბ-ს თანამშრომლები იყვნენ, და მათ საკუთარი საქმიანობის ანგარიშებს უგზავნიდა. ამაზე ლაპარაკია გამოძიებაში, რომელიც ჩაატარეს ჯგუფმა Bellingcat-მა და გამოცემა The Insider-მა ესტონეთის, ლატვიისა და შვედეთის ჟურნალისტების მონაწილეობით. გამოძიების ავტორები ამტკიცებენ, რომ ჟდანოკი, რომელიც პრორუსულ პოზიციაზეა, ფსბ-სთან თანამშრომლობს.

ლატვიურ გამოცემა Re:Baltica-სთან კომენტარში ჟდანოკს არ უარუყვია იმ ელექტრონული წერილების ნამდვილობა, რომლებსაც ემყარება The Insider-ისა და Bellingcat-ის გამოძიება. მაგრამ უარი თქვა მათი შინაარსის კომენტირებაზე და აღნიშნა, რომ ამ წერილებზე წვდომა არაკანონიერი გზით იქნა მოპოვებული.

ჟდანოკს წელს ეწურება ევროპარლამენტის მანდატი. ადრე ის გარიცხეს ევროპული ფრაქცია „მწვანეებიდან“, ვინაიდან უარი თქვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობაზე.

ტატიანა ჟდანოკი აცხადებს, რომ მას "ვერ დააშინებენ" და აღნიშნავს, რომ ადამიანებთან კონტაქტების შენარჩუნება "პოლიტიკოსის პირდაპირი პასუხისმგებლობაა".

XS
SM
MD
LG