Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის შეიარაღებული ძალების თქმით, მან რეიდი ჩაატარა ღაზაში, ალ-შიფის საავადმყოფოში


ამჟამად ალ-შიფა ერთ-ერთია ღაზის იმ მცირერიცხოვან სამედიცინო დაწესებულებებს შორის, რომლებიც ნაწილობრივ, მაგრამ ჯერ კიდევ ფუნქციონირებენ. საილუსტრაციო ფოტო: სასწრაფო დახმარების მანქანები ალ-შიფის საავადმყოფოს წინ. 25 ნოემბერი, 2023.
ამჟამად ალ-შიფა ერთ-ერთია ღაზის იმ მცირერიცხოვან სამედიცინო დაწესებულებებს შორის, რომლებიც ნაწილობრივ, მაგრამ ჯერ კიდევ ფუნქციონირებენ. საილუსტრაციო ფოტო: სასწრაფო დახმარების მანქანები ალ-შიფის საავადმყოფოს წინ. 25 ნოემბერი, 2023.

ისრაელმა 18 მარტს განაცხადა, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა რეიდი ჩაატარეს ღაზაში, ალ-შიფის საავადმყოფოში. პალესტინის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ოპერაციის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მრავალი დაშავდა და საავადმყოფოს ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

ისრაელის სამხედროთა თქმით, ჯარისკაცები „ზუსტ ოპერაციას“ ატარებდნენ და მათ ცეცხლი გაუხსნეს, როცა ისინი საავადმყოფოს ტერიტორიაზე შევიდნენ.

„ჯარებმა საბრძოლო იარაღით უპასუხეს და მიზანში მოარტყეს. ჩვენი ჯარები განაგრძობენ ოპერაციას საავადმყოფოს რაიონში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის არმიის განცხადების თანახმად, ოპერაცია განხორციელდა სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე, რომელთა თანახმად, საავადმყოფოს ტერიტორიას ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენლები იყენებდნენ.

ალ-შიფა ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფო იყო შარშან ოქტომბერში დაწყებულ ომამდე. Reuters-ის თანახმად, ამჟამად ის ერთ-ერთია ღაზის სექტორის იმ მცირერიცხოვან სამედიცინო დაწესებულებებს შორის, რომლებიც ნაწილობრივ, მაგრამ ჯერ კიდევ ფუნქციონირებენ. მის ტერიტორიას ასევე თავს აფარებს ასობით ადგილნაცვალი პალესტინელი.

XS
SM
MD
LG