Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის საბჭომ უკრაინისთვის დახმარების სახით 5.4 მილიარდი დოლარი გამოყო


ევროკავშირის საბჭომ უკრაინის დახმარების ახალი ფონდი დაამტკიცა.
ევროკავშირის საბჭომ უკრაინის დახმარების ახალი ფონდი დაამტკიცა.

ევროპის კავშირის საბჭომ დაამტკიცა უკრაინის დახმარების ახალი ფონდი 5,4 მილიარდი დოლარის მოცულობით.

„ამ ფონდის საშუალებით ვაგრძელებთ უკრაინისთვის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიულ ომში თავდაცვისთვის, რადაც არ უნდა დაჯდეს ეს და რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ეს“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა 93 მილიარდი დოლარი გამოუყო კიევს, იმოწმებს usnews.com-ი Ukraine Support Tracker-ის მონაცემებს.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის უკრაინის უდიდესი მხარდამჭერია გერმანია, რომელიც კიევის სპონსორ სახელმწიფოთა შორის მხოლოდ პირველ ადგილზე მყოფ აშშ-ს ჩამოუვარდება, რომელმაც შეიმუშავა უკრაინის დახმარების მსხვილი პაკეტი, მაგრამ ის წარმომადგენელთა პალატაში შეფერხდა.

ფრონტზე დასავლელი მოკავშირეების დახმარების გარეშე უკრაინის არმიას სირთულეების აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG