Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 22 დრონიდან 15 გაანადგურა


თავდასხმა დრონებით სუმიზე. 13 მარტი, 2024 წელი (საილუსტრაციო ფოტო). 18 მარტს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 22-დან 15 დრონი გაანადგურა.
თავდასხმა დრონებით სუმიზე. 13 მარტი, 2024 წელი (საილუსტრაციო ფოტო). 18 მარტს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 22-დან 15 დრონი გაანადგურა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 18 მარტს რუსეთის მიერ გაშვებული 22 დრონიდან 17 ჩამოაგდეს, განაცხადეს უკრაინის სამხედროებმა Telegram-ში. დრონები განადგურდა უკრაინის ცხრა რეგიონის: კიევის, პოლტავის, ხმელნიცკის, ჩერკასკის, კიროვოჰრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და რივნეს თავზე, განაცხადეს სამხედროებმა და დასძინეს, რომ ხარკოვისა და სუმის რეგიონებსაც ესროლეს მთლიანობაში შვიდი რაკეტა.

სამხედროებს არ გაუვრცელებიათ ცნობები მსხვერპლის ან ზარალის შესახებ, მაგრამ სუმის რეგიონულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ქალაქ კონოტოპში.

რუსეთის არმიამ ცეცხლი ასევე გაუხსნა სამ სოფელს ნიკოპოლის რაიონში და საკუთრივ ნიკოპოლს. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰეი ლისაკის თქმით, რუსეთის არმიამ "მძიმე საარტილერიო ცეცხლი დაუშინა ნიკოპოლის რაიონის სამ სოფელს"... "თვითმკვლელი" დრონები მიმართა ნიკოპოლისკენ. დაზიანდა ავტოგასამართი სადგური, სადაც ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა ასევე ინფრასტრუქტურის ობიექტი.

18 მარტს საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა ბელგოროდის რეგიონი. რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ჭურვი სოფელ ნიკოლსკოეში კერძო სახლს მოხვდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი: ცოლ-ქმარი, მათი 17 წლის ვაჟი და ცოლის მოხუცი დედა. გადარჩა მათი მეორე შვილი. გუბერნატორის თქმით, ის ახლა ადგილობრივ საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. მანამდე გლადკოვმა ნიკოლსკოეს დაბომბვის შედეგად დაშავებულ კიდევ სამ პირზე განაცხადა. მისი თქმით, იქ ოთხი კერძო სახლი დაზიანდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს დილით ბელგოროდის რაიონში ათი ვამპირის რაკეტა ჩამოაგდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG