Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსი დაინიშნა


ფოტო არქივიდან: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ხომალდი დგას.
ფოტო არქივიდან: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ხომალდი დგას.

დღეიდან, 28 მარტიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და უკან მგზავრებს ავტობუსი მოემსახურება. ტრანსპორტი ისე იმოძრავებს, რომ მოსახერხებელი იქნება ყველა ავიარეისის მგზავრებისთვის.

  • მგზავრობის საფასური 5 ლარია, გადახდა კი ნებისმიერი საბანკო ბარათით შეიძლება;
  • აეროპორტიდან ქუთაისში ჩასული ავტობუსი რუსთაველის 9-ში გაჩერდება - DMO იმერეთის შენობის წინ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავტობუსები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავტობუსები

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის 3 ავტობუსი შეიძინა, ჯამში 1 398 300 ლარად. ხელშეკრულება დაიდო შპს „ჯი-თი გრუპ-თან".

თითოეულ ავტობუსს შეუძლია სულ მცირე 45 მგზავრის გადაყვანა და ადაპტირებულია შშმ პირებზე.

ამ დრომდე ავტობუსი ქუთაისის აეროპორტიდან მხოლოდ თბილისისა და ბათუმის მიმართულებებით მოძრაობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG