Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინაზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის სარაკეტო შეტევით განადგურებული სახლი კიევში
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის სარაკეტო შეტევით განადგურებული სახლი კიევში

29 მარტს, გამთენიისას, რუსეთის სამხედრო ძალებმა დაიწყეს უკრაინაზე მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევა.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ მოსახლეობა ღამის სამის ნახევრისთვის გააფრთხილა რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. დაახლოებით 04:00 საათიდან დაიწყო ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეტევა.

დილის შვიდი საათისთვის უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რუსეთმა გამოიყენა აერობალისტიკური რაკეტები „კინჟალიც“.

უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, აფეთქებები მოხდა დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის და ლვოვის ოლქებში. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

უკრაინაზე რუსეთის ინტენსიური სარაკეტო შეტევის გამო ზომების მიღება დასჭირდა მეზობელ, ნატოს წევრ პოლონეთს. შეიარაღებული ძალების სარდლობის ინფორმაციით, პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაიგზავნა პოლონეთის და მოკავშირეთა ავიაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG