Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანქანაში ბომბის აფეთქებას ქალაქში, რომელსაც სირიის ოპოზიცია აკონტროლებს, სულ ცოტა სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა


სირიის ქალაქ აზაზში მომხდარი აფეთქების ადგილი. 31 მარტი, 2024 წელი, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რვა ადამიანია დაღუპული.
სირიის ქალაქ აზაზში მომხდარი აფეთქების ადგილი. 31 მარტი, 2024 წელი, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რვა ადამიანია დაღუპული.

31 მარტს, დილით, მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა ხალხმრავალ ბაზარში სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქში, რომელსაც თურქეთში დაფუძნებული სირიული ოპოზიცია აკონტროლებს.

დაიღუპა სულ ცოტა სამი ადამიანი, იტყობინებიან მაშველები და სამხედრო მეთვალყურეები. ბომბი აფეთქდა ქალაქ აზიზში, ალეპოს პროვინციაში. სირიის სამოქალაქო თავდაცვის მოხალისეებმა, რომლებიც ცნობილი არიან, როგორც "თეთრი ჩაფხუტები", განაცხადეს, რომ აფეთქებამ, რომელიც ნაშუაღამევს მოხდა, ორი ბავშვი და ქალი შეიწირა.

არსებული ცნობით, ხალხმრავალ ბაზარში განხორციელებული აფეთქების შედეგად დაშავდა ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე და არეალში განადგურდა მაღაზიები და საცხოვრებელი სახლები.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ამასობაში, ბრიტანეთში დაფუძნებულმა ოპოზიციურმა სამხედრო დამკვირვებელმა, "ადამიანის უფლებების სირიულმა სამეთვალყურეო ცენტრმა" განაცხადა, რომ სულ ცოტა რვა ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა. 2016 წლიდან თურქეთმა სამი მსხვილი ოპერაცია მოაწყო მეზობელ სირიაში და აკონტროლებს სირიის ზოგიერთ ტერიტორიას ქვეყნის ჩრდილოეთში.

XS
SM
MD
LG