Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი უკრაინას ძველ ჯავშანმანქანებს და ახალ რაკეტებს მიაწვდის


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. (ფოტო: 16 თებერვალი, 2024 წელი) პარიზი კიევს ძველ ჯავშანმანქანებს და ახალ რაკეტებს გაუგზავნის.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. (ფოტო: 16 თებერვალი, 2024 წელი) პარიზი კიევს ძველ ჯავშანმანქანებს და ახალ რაკეტებს გაუგზავნის.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა გამოაცხადა, რომ საფრანგეთი ასეულობით ძველ ჯავშანმანქანას და ახალ „ხმელეთი-ჰაერის“ ტიპის რაკეტებს მიაწვდის კიევს.

ამის შესახებ La Tribune Dimanche-ისთვის 31 მარტს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა სებასტიენ ლეკორნიუმ.

ფრანგი მინისტრის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ სთხოვა, მოემზადებინა დახმარების პაკეტი, რომელიც შეიცავს საფრანგეთის ძველ, მაგრამ მოქმედ აღჭურვილობას.

უკრაინა დასავლეთის ქვეყნებისგან ითხოვს სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას, რათა რუსეთის მზარდ იერიშებს გაუმკლავდეს. მისი მთავარი დამხმარე ქვეყნები აშშ და გერმანია არიან.

XS
SM
MD
LG