Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საზღვრის სამეთვალყურეო მისია ვერ ხედავს სომხეთის ჯარების „ვერავითარ უჩვეულო გადაადგილებებს“ აზერბაიჯანის განცხადების შემდეგ


სომხეთის და აზერბაიჯანის სასაზღვრო საგუშაგოები ერთმანეთის გვერდით მთიანი ყარაბაღისკენ მიმავალ გზაზე. ხედი სომხეთის სოფელ ტეღიდან. 21 სექტემბერი, 2023.
სომხეთის და აზერბაიჯანის სასაზღვრო საგუშაგოები ერთმანეთის გვერდით მთიანი ყარაბაღისკენ მიმავალ გზაზე. ხედი სომხეთის სოფელ ტეღიდან. 21 სექტემბერი, 2023.

ევროპის კავშირის მისია (EUMA) სომხეთში, რომელიც სომხეთის საზღვრებს უწევს მეთვალყურეობას, 31 მარტს იტყობინება, რომ სომხეთის ჯარების არავითარი უჩვეულო გადაადგილება არ შეუმჩნევია.

ეს განცხადება გაკეთდა მას მერე, რაც აზერბაიჯანმა გამოაცხადა საზღვრის პირას სომხეთის ჯარის თავმოყრის შესახებ.

„EUMA-ს მეთვალყურეები პატრულირებენ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ მთელი დღის განმავლობაში, სიწყნარეა და სიმშვიდე, არავითარი უჩვეულო გადაადგილება არ ჩანს. მისია გისურვებთ მშვიდობიან აღდგომას!“ - წერია მისიის შეტყობინებაში, რომელიც X-ით გავრცელდა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ადრე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც უარყო აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ბრალდება.

საყვედურები და საპასუხო პრეტენზიები ერევანსა და ბაქოს შორის გამოითქმის მცდელობის ფონზე, მოხდეს დელიმიტაცია და დემარკაცია საზღვარზე, რომელიც ძლიერ არის მილიტარიზებული.

XS
SM
MD
LG