Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხვებით, ზელენსკი ევროპაში ყველაზე პოპულარული ლიდერია


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 23 ოქტომბერი, 2023 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 23 ოქტომბერი, 2023 წელი

ევროკავშირის ქვეყნებში გამოკითხულთა თითქმის ნახევარი დადებითად აფასებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საქმიანობას.

გამოკითხვა Euronews-მა და საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა, Ipsos-მა ჩაატარეს. 26 ათასი გამოკითხულის 47%-მა ზელენსკი დადებითად შეაფასა. ამ შედეგით უკრაინის პრეზიდენტი უსწრებს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს, ოლაფ შოლცს, ემანუელ მაკრონსა და დონალდ ტუსკს.

თუმცა ზელენსკიმ ურთიერთსაპირისპირო შეფასებები გამოიწვია.

გამოკითხულთა შორის ბევრია ისეთი, ვინც მას უარყოფითად აფასებს.

ყველაზე დადებითი შეფასებები ზელენსკიმ მიიღო სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც გამოკითხულთა 70-80 პროცენტს მოსწონს მისი საქმიანობა.

უკრაინის პრეზიდენტს მიმართ ყველაზე ცუდია დამოკიდებულება უნგრეთში, საბერძნეთსა და სლოვაკეთში. ამ ქვეყნებში მხოლოდ 15-25 % უყურებს დადებითად ზელენსკის.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ზელენსკის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. ევროკავშირის ქვეყნებში გამოკითხულთა დაახლოებით 41%-ა მის მიმართ დადებითად განწყობილი.

ოლაფ შოლცს, გერმანიის კანცლერს, 38%-ი მიიჩნევს დადებით პოლიტიკოსად.

აღსანიშნავია, რომ შოლცმა და მაკრონმა ყველაზე ნაკლები მოწონება თავიანთ ქვეყნებში გამოკითხულთა შორის მოიპოვეს.

ყველაზე ნაკლებად მოწონებული პოლიტიკოსები, გამოკითხვის მიხედვით, არიან უნგრეთის და რუსეთის ლიდერები - ვიქტორ ორბანი და ვლადიმირ პუტინი. ორბანის საქმიანობა დადებითად შეაფასა გამოკითხულ ევროპელთა 15 %-მა, პუტინისა კი - 10 %-მა.

რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია შედარებით უკეთესია ბულგარეთის, სლოვაკეთისა და საბერძნეთის მოქალაქეებს შორის, სადაც მას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 22-დან 37 %. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში გამოკითხულთა შორის მხოლოდ ერთეულებს აქვთ დადებითი აზრი პუტინზე.

XS
SM
MD
LG