Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ორი სამხედრო ოფიცერი დაითხოვა ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებზე თავდასხმისას უხეში შეცდომების გამოვლენის შემდეგ


ჰუმანიტარული ორგანიზაციის, World Central Kitchen-ის ავტომანქანა ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმის შემდეგ. თავდასხმას WCK-ის შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა. ისრაელის არმიამ ორი ოფიცერი დაითხოვა სამსახურიდან დაშვებული შეცდომის გამო.
ჰუმანიტარული ორგანიზაციის, World Central Kitchen-ის ავტომანქანა ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმის შემდეგ. თავდასხმას WCK-ის შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა. ისრაელის არმიამ ორი ოფიცერი დაითხოვა სამსახურიდან დაშვებული შეცდომის გამო.

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლა ორი ოფიცერი და საყვედური გამოუცხადა ორ მაღალი რანგის მეთაურს მას მერე, რაც გამოძიებამ გამოავლინა სერიოზული შეცდომები, რომლებსაც მოჰყვა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დაღუპვა.

გამოძიების დასკვნა 5 აპრილს გამოქვეყნდა, ისრაელის მძაფრი კრიტიკის შემდეგ.

ისრაელის დრონებმა იერიში 1 აპრილს მიიტანეს World Central Kitchens-ის სამ ავტომობილზე. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ შეცდომით იფიქრეს, რომ თავს ესხმოდნენ ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად) მეომრებს.

Reuters-ის თანახმად, 4 აპრილს სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უთხრა, რომ თავდასხმა „მიუღებელია“. ამასთან, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიურად იბრძოლებს ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის წინააღმდეგ და ამავე დროს შეიტანს ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორში. ჯო ბაიდენმა ისრაელი უჩვეულო პირდაპირობით გააკრიტიკა - მისი სიტყვების თანახმად, ეს ინციდენტი მოწმობს, რომ ისრაელი საკმარისს არ აკეთებს სამოქალაქო პირების დასაცავად. 1 აპრილს მომხდარ თავდასხმას ჰუმანიტარული ორგანიზაცია World Central Kitchen-ის (WCK) შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG