Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონში რადიაციის მაღალი დონის გამო საგანგებო ვითარება გამოცხადდა


რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის სამრეწველო რაიონში რადიაციის დონის გაზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა (საილუსტრაციო ფოტო)
რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის სამრეწველო რაიონში რადიაციის დონის გაზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა (საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ხაბაროვსკის ხელისუფლება 5 აპრილს იტყობინებოდა, რომ ქალაქის სამრეწველო რაიონში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა რადიაციის დონის გაზრდის გამო.

რაიონში შესვლა შეიზღუდა, რადგან სპეციალისტები რადიაციის წყაროს დადგენაზე მუშაობენ.

ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

სააგენტო „ერ-ბე-კა“ იტყობინება, რომ ამ რაიონში ჯართის მიღების პუნქტი მოქმედებს.

XS
SM
MD
LG