Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქ ორსკში კაშხლის დაზიანების შემდეგ მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს


რუსეთის ორენბურგის ოლქში, ქალაქ ორსკში კაშხლის გარღვევის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

გავრცელებული ინფორმაციით, კაშხლის დაზიანების გამო გამოწვეული წყალდიდობა შეიძლება შეეხოს ოთხი ათას საცხოვრებელ სახლს. ამ შენობებში მოსახლეობის რაოდენობა ათი ათასს აღწევს.

ორსკის სადისპეტჩერო საგუშაგოზე დაყრდნობით, რუსეთის სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება, რომ კაშხლის გარღვევის მიზეზი წყლის დონის აწევა შეიძლება იყოს, რადგან საგაზაფხულო დათბობა ჩვეულებრივზე ორი კვირით ადრე დაიწყო, რასაც მოჰყვა მდინარეების ადიდება.

ორსკი ორენბურგის ოლქის სიდიდით მეორე ქალაქია, სადაც 189 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG