Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე: საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის ხარჯზე


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ „საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის, ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის, იდენტობის დაკარგვის, გაუმჭვირვალობის და შავი ფულით ქვეყნის მართვაში ჩარევის ხარჯზე.“

„სიმართლეს ხალხის მხარდაჭერა აქვს, დეზინფორმაციას და შავი ფულით ქვეყნის დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობას - მხოლოდ ლობირების იმედად დარჩენილი უსამშობლო ადამიანების! დემოკრატია ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს!..“ - დაწერა მამუკა მდინარაძემ და გააზიარა ახალი „ქარდი“, რომელზეც „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „უცხოელი აგენტების კანონი“ რუსული კი არა, „ევროპული გამჭვირვალობისათვის“ არის.

წინა მსგავსი „ქარდი“ ფეისბუკმა დეზინფორმაციად მონიშნა და წაშალა.

XS
SM
MD
LG