Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალდიდობის გამო რუსეთსა და ყაზახეთში ათასობით ადამიანია ევაკუირებული


მდინარე ურალის ადიდებით დაიტბორა ქალაქი ორენბურგი. 2024 წლის 8 აპრილი
მდინარე ურალის ადიდებით დაიტბორა ქალაქი ორენბურგი. 2024 წლის 8 აპრილი

სამხრეთ რუსეთსა და ჩრდილოეთ ყაზახეთში ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა თოვლის დნობისა და კაშხლის გასკდომით გამოწვეული წყლის დონის მატების გამო. ეს პროცესი, არსებული მოლოდინით, კიდევ ერთი დღის განმავლობაში ვერ მიაღწევს პიკს.

ყაზახეთის მოსაზღვრე რეგიონის, რუსეთის სამხრეთში მდებარე ორენბურგის ქალაქ ორსკის მერი ვასილი კოზუპიცა 8 აპრილს აცხადებს, რომ მიმდინარეობს მდინარე ელშანკის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია, რადგან მდინარის წყლის დონე მკვეთრადაა გაზრდილი.

5 აპრილის შემდეგ წყალდიდობამ ორჯერ გამოიწვია მდინარე ურალზე მდებარე კაშხლის ნაწილობრივი კოლაფსი ორსკში, სადაც 23 000-მდე მოსახლე ცხოვრობს, დაიტბორა ქალაქის ძველი ნაწილის ნახევარი.

საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიება დაიწყო "უყურადღებობის და უსაფრთხოების წესების უგულებელყოფის" საკითხზე.

კრემლის განცხადებით, ზოგიერთ არეალში წყლის დონე 100 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად მატულობს, ადგილობრივი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ წყლის დონის ზრდა გაგრძელდება სულ მცირე 9 აპრილამდე.

მდინარე ურალის წყლის დონის მატება ყაზახეთსაც შეეხო.

XS
SM
MD
LG