Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის დღეების აღსანიშნად მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 600 ათასი გამოყო


საქართველოსა და ევროკავშირის დროშები
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები

ევროპის დღეების აღსანიშნად მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 600 ათასი ლარი გამოყო. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმოწერით განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ 4 აპრილს გამოაქვეყნა.

ამავდროულად, დღეს პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს, რომელსაც სამოქალაქო სექტორში ანტიევროპულ კანონს უწოდებენ და ევროინტეგრაციის ხელშემშლელ ფაქტორად განიხილავენ.

დამატებით ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მთავრობა 500 ათასი ლარის ღირებულების კამპანიის წარმოებას გეგმავს.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გასული წლის დეკემბერში ცხრა დათქმით მიიღო. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და [უცხოურ] ჩარევასთან ბრძოლა.

XS
SM
MD
LG