Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები: „ოცნება“ ანტიდასავლური გზავნილებით დასავლური კურსის შეცვლას ცდილობს


აქცია ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ. თბილისი, 9 აპრილი
აქცია ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ. თბილისი, 9 აპრილი

არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ცდილობს, შეცვალოს ქვეყნის დასავლური კურსი. ამ ეჭვს მათ უმყარებთ მმართველი პარტიის გენერალური მდივნის, კახა კალაძის ბოლო განცხადებაც.

„'ქართული ოცნება' მსგავს გზავნილებს უკვე ღიად ავრცელებს. ბოლო პერიოდში ხელახლა წამოწყებული მასშტაბური ანტიდასავლური კამპანია, რუსული კანონის მიღების მცდელობა და საქართველოს ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მოწოდებების უგულვებელყოფა გვაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება” ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლას ცდილობს“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

გუშინ, 11 აპრილს, კახა კალაძემ თქვა: „არცერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად“.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.

განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან:

  • "ადამიანის უფლებათა ცენტრი";
  • "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი";
  • "დემოკრატიის მცველები";
  • "ევროპის ფონდი";
  • "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი";
  • "მიშგოვ ლარდა" (ზემო სვანეთი);
  • "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის";
  • პლატფორმა "სალამ";
  • "რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი" (RRG);
  • "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია";
  • "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო";
  • "სამოქალაქო იდეა";
  • "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი";
  • "სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი" (CEAC);
  • "სასამართლოს გუშაგი";
  • "საფარი";
  • "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა";
  • "საქართველოს მომავლის აკადემია";
  • "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი";
  • "ქალთა ფონდი საქართველოში";
  • "ყვარლის ევროკლუბი";
  • "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი";
  • "იორმუღანლოს სათემო ცენტრი";
  • "თაობათა გაძლიერების ქსელი" (GEN);
  • "წერტილი";
  • Tbilisi Pride.
XS
SM
MD
LG