Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალტიის ზღვაში Greenpeace-ის სამიზნე გახდა რუსეთთან დაკავშირებული ტანკერი


Greenpeace-ის აქცია ბრიუსელში. (საილუსტრაციო ფოტო) Greenpeace-ის სამიზნე გახდა ტანკერი, რომელიც საწვავით ამარაგებდა რუსეთის ნავთობით დატვირთულ გემებს.
Greenpeace-ის აქცია ბრიუსელში. (საილუსტრაციო ფოტო) Greenpeace-ის სამიზნე გახდა ტანკერი, რომელიც საწვავით ამარაგებდა რუსეთის ნავთობით დატვირთულ გემებს.

Greenpeace-ის აქტივისტებმა, ბალტიის ზღვაში ესტონეთის კუთვნილ ტანკერზე მიაწერეს ლოზუნგები, რომ ეს ტანკერი საწვავით ამარაგებდა ხომალდებს, რომელთაც რუსული ნავთობი გადააქვთ, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს და შესაძლოა, გამოიწვიოს კონფლიქტი.

"ნავთობი აჩაღებს ომს", - დააწერეს დიდი თეთრი ასოებით ტანკერ Zircone-ის გვერდზე კამპანიის მონაწილეებმა, რომლებიც პატარა ნავებით მივიდნენ ტანკერთან.

Reuters-ის თანახმად, გემმა, რომელიც საერთაშორისო წყლებშია შვედეთის კუნძულ გოტლანდის მახლობლად, საწვავი მიაწოდა 50-ზე მეტ ტანკერს, რომლებიც რუსული ნავსადგურებისკენ ან რუსული ნავსადგურებიდან მიემართებოდნენ, იტყობინებოდა შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი SVT ამ კვირაში.

XS
SM
MD
LG