Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სანქციებს უწესებს ჰამასის წარმომადგენელს და დრონების პროგრამის ხელმძღვანელებს


12 აპრილს შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები ჰამასის წინააღმდეგ, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციადაა შერაცხილი აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ.

სანქციები ეხება დაჯგუფების წარმომადგენელსა და დრონების ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

ბრაიან ნელსონმა, ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში მინისტრის მოადგილემ, თქვა, რომ ეს ნაბიჯი „აძლიერებს ჩვენს მუდმივ, ერთობლივ ყურადღებას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ არ მისცეს ჰამასს შემდგომი თავდასხმების განხორციელების საშუალება, მათ შორის, კიბერომისა და [დრონების] წარმოების გზით“.

დეპარტამენტის განცხადებით, ამავე დროს, ევროკავშირმა გამოაცხადა სანქციები ჰამასის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG