Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი: პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია შესაძლოა აღარ ჩატარდეს მდინარე სენაზე

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებული ეს ილუსტრაცია გვიჩვენებს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას 2024 წლის 26 ივლისს, რომელიც უნდა გაიმართოს მდინარე სენაზე, რაც დაარღვევს საზაფხულო თამაშების ტრადიციას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 15 აპრილს განაცხადა, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია, რომელიც მდინარე სენაზეა დაგეგმილი, შესაძლოა არ შედგეს და ის სტად დე ფრანსის სტადიონზე გაიმართოს, თუკი გადაწყვეტენ, რომ დიდია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.

საფრანგეთში უსაფრთხოების მკაცრ ზომებს იღებენ მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, რომელსაც წელს პარიზი მასპინძლობს. საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართება ასევე პარაოლიმპიური თამაშებიც. როგორც ორგანიზატორები ვარაუდობენ, ორივე ღონისძიება მილიონობით სტუმარს მიიზიდავს საფრანგეთში.

უსაფრთხოების თაობაზე შიშები განსაკუთრებით დიდია გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით. თავდაპირველი გეგმით, ის მდინარე სენაზე, ნავებზე უნდა გაიმართოს. მაყურებლებმა მდინარის ნაპირებიდან უნდა ადევნონ თვალი 6-კილომეტრიან აღლუმს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG