Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ომბდუსმენი: სრულმასშტაბიანი ომის პერიოდში უგზო-უკვლოდ არის დაკარგული 37 ათასი უკრაინელი


უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი. 25 იანვარი, 2024.
უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი. 25 იანვარი, 2024.

უკრაინამ 16 აპრილს განაცხადა, რომ დაადგინა თითქმის 37 ათასი ადამიანი, - ბავშვები, ზრდასრულები, სამოქალაქო პირები და სამხედროები, - რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა კიევში გამართულ ღონისძიებაზე. ლუბინეცის თქმით, რეალური რიცხვი შესაძლოა ბევრად მეტია.

გაერო აღრიცხავს დაღუპულ სამოქალაქო პირთა რაოდენობას, მაგრამ აცხადებს, რომ სრული ინფორმაცია არ მოეპოვება. BBC-ის ცნობით, მარტში გაეროს ცნობები მოეპოვებოდა 10810 ადამიანის სიკვდილის შესახებ. მათგან 8 ათასზე მეტი მოდიოდა ტერიტორიებზე, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს.

უგზო-უკვლოდ დაკარგულ უკრაინელთა შესახებ ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანასკნელად გამოაქვეყნა შარშან მაისში. მაშინ სიაში 23 ათასი ადამიანი იყო.

ომის მსხვერპლთა შესახებ ყველა მონაცემი გამოირჩევა უზუსტობებით და ხშირად ვერ ხერხდება მათი შემოწმება დამოუკიდებელი წყაროების მეშვეობით. დაღუპულ მეომართა შესახებ ინფორმაციას კონფლიქტის მხარეები უკიდურესად იშვიათად ასაჯაროებენ. მაშინაც კი, როცა ისინი ამას აკეთებენ, მათ მონაცემებს ბევრი აყენებს ეჭვქვეშ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG