Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის შენობასთან დარჩენილ მოქალაქეებს სპეცრაზმმა სცემა


პარლამენტის შენობის მიმდებარედ სპეცრაზმი მოქალაქეს სცემს.
პარლამენტის შენობის მიმდებარედ სპეცრაზმი მოქალაქეს სცემს.

სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვრცელდება კადრები, რომლებშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტებს კონდახებით სცემეს.

სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა, მათ შორის, ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს და „ტაბულის" ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს.

როგორც გამოცემები წერენ, ჟურნალისტები თავდასხმის დროს საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

16 აპრილს თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა.

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნებისგან“ „აგენტების კანონის“ გაწვევას მოითხოვენ.

ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ „16 აპრილს 22:00 საათისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG