Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებები იყო ანექსირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის რაიონში


უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ყირიმის ქალაქ ჯანკოის სამხედრო ობიექტებზე არაერთი აფეთქება მოხდა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ყირიმის ქალაქ ჯანკოის სამხედრო ობიექტებზე არაერთი აფეთქება მოხდა.

გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, ძლიერი ხანძარი გაჩნდა ჯანკოის სამხედრო აეროდრომის რაიონში.

გამოცემა „ასტრამ“ გაავრცელა ვიდეოები, რომლებზეც მისი ინფორმაციით, ასახულია აფეთქებებით გამოწვეული ხანძარი. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, ქალაქში საჰაერო განგაში მხოლოდ აფეთქებების შემდეგ გამოცხადდა.

ჯანკოიში აფეთქებების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ არც რუსეთს და არც უკრაინას.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ჯანკოიში მდებარე სამხედრო ობიექტებზე დრონებით არაერთი იერიში მიიტანეს.

ჯანკოი ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში მდებარეობს. რუსული წყაროების თანახმად, ქალაქის სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ვერტმფრენების 39-ე პოლკი და სამი საავიაციო ესკადრილია. ასევე, უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების ვერტმფრენები.

უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის მიერ ანექსირებულია 2014 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG