Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვიჩა კვარაცხელია: ევროპული გზა გვაერთიანებს!


ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრების შემტევი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ. ეს პოსტი დროში ემთხვევა ე.წ. აგენტების კანონის განხილვას, რომლის მიღებასაც საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ და მას რუსულ კანონს უწოდებენ.

„საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს! წინ ევროპისკენ! მშვიდობა საქართველოს“, - წერს ის.

სოციალურ ქსელში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სხვა ფეხბურთელებმაც: ბუდუ ზივზივაძემ, გიორგი ქვილითაიამ, ჯაბა კანკავამ, გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი აბურჯანიამ, გიორგი მიქაუტაძემ, ზურიკო დავითაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

13 თვით ადრე, კი 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG