Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აგენტების კანონის" განხილვისას ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევეს სხდომათა დარბაზიდან


"აგენტების კანონის" განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარული სხდომის დარბაზიდან გააძევა ოპოზიციის ოთხი დეპუტატი: თინა ბოკუჩავა, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ხაბეიშვილი.

დეპუტატების დარბაზიდან გაძევებისას სხდომაზე მოკლე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, გაძევების მიზეზი კი გახდა დარბაზში მიკროფონის გარეშე საუბარი და შეძახილები "არა რუსულ კანონს!"

საქართველოს პარლამენტში დღეს, 17 აპრილს, არის დაგეგმილი პირველი მოსმენით კენჭისყრა ე.წ. აგენტების კანონისა, რომელმაც თბილისის ქუჩებში კიდევ ერთხელ გამოიყვანა ათასობით ადამიანი. მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, ოპოზიციის წინააღმდეგობის, საერთაშორისო პარტნიორების რჩევისა და მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, აპირებს, რომ კანონპროექტი მიიღოს.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

13 თვით ადრე კი, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG