Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ ხორვატიის არჩევნებში ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა, მაგრამ არა - უმრავლესობა


ხორვატიის დემოკრატიული კავშირის მომხრეები (HDZ) არჩევნების წინასწარი შედეგების შეტყობის დროს. 17 აპრილი, 2024 წელი. მმართველმა პარტიამ ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა, მაგრამ არა - უმრავლესობა
ხორვატიის დემოკრატიული კავშირის მომხრეები (HDZ) არჩევნების წინასწარი შედეგების შეტყობის დროს. 17 აპრილი, 2024 წელი. მმართველმა პარტიამ ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა, მაგრამ არა - უმრავლესობა

ხორვატიის მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ 17 აპრილს საპარლამენტო არჩევნებში ადგილების უმრავლესობა მოიპოვა, მაგრამ, როგორც ეგზიტპოლმა აჩვენა, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მხოლოდ მათ მართონ ქვეყანა.

Ipsos-ის ეგზიტპოლების მონაცემებით, ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა (HDZ) 151- წევრიან ასამბლეაში 58 ადგილი მოიპოვა, მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ, სოციალ-დემოკრატების (SDP) ხელმძღვანელობით - 44 ადგილი.

მათ მოჰყვება მემარჯვენე პარტია "მოძრაობა სამშობლოსთვის" და მემარცხენე მწვანე პარტია "მოზემო" (ჩვენ შეგვიძლია), შესაბამისად 13 და 11 ადგილით. აქტივობა მაღალი იყო მოქმედ პრემიერ-მინისტრ ანდრე პლენკოვიჩსა და მემარცხენე პოპულისტ პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩს შორის გამართული მწვავე წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ.

XS
SM
MD
LG