Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭოს ასამბლეა რეკომენდაციას უწევს კოსოვოს ევროსაბჭოში წევრობისთვის


კოსოვოს წევრობისთვის კენჭისყრის შედეგები ევროპის საბჭოში. 16 აპრილი, 2024 წელი
კოსოვოს წევრობისთვის კენჭისყრის შედეგები ევროპის საბჭოში. 16 აპრილი, 2024 წელი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, PACE-მ, 17 აპრილს, საღამოს, გამოთქვა რეკომენდაცია, რომ კოსოვო ევროპის საბჭოში გაწევრიანებისთვის მიიწვიონ. ასამბლეა თვალყურს მიადევნებს მის მიერ ნაკისრი „ვალდებულებების ვრცელი ჩამონათვალის შესრულებას, გაწევრიანების შესაბამისად".

საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს მინისტრთა კომიტეტი, ორგანიზაციის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც შედგება წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან.

"წევრობამ უნდა შემატოს იმპულსი კოსოვოს, გააგრძელოს წინსვლა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში", - განაცხადა PACE-მ.

კოსოვო, რომელიც არ არის გაეროს წევრი და არ უღიარებია მსოფლიოს სახელმწიფოთა ნაწილს, 2008 წელს გამოეყო სერბეთს, რომელიც თავის ოლქს კვლავ თავის ტერიტორიად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG