Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არა რუსულ კანონს" - პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს


"არა რუსულ კანონს" - საპროტესტო აქცია პარლამენტთან. 18 აპრილი, 2024 წელი
"არა რუსულ კანონს" - საპროტესტო აქცია პარლამენტთან. 18 აპრილი, 2024 წელი

ე.წ. აგენტების კანონის გასაპროტესტებლად, საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, 18 აპრილს, საპროტესტო აქცია არ იყო დაგეგმილი. მანამდე ისინი მსვლელობით მივიდნენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და "ქართული ოცნების" ოფისთან, ბოლოს კი ისევ პარლამენტთან დაბრუნდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის წინ სტუდენტებმა ილაპარაკეს იმაზე, რატომ არის “აგენტების კანონი” რუსული.

დემონსტრანტებმა შეკრება საღამოს შვიდ საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ორგანიზებით დაიწყეს. აქციის ბირთვს წარმოადგენენ სტუდენტები, რომელთა განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, როგორც თსუ-ს ლექტორმა, უნივერსიტეტის სტუდენტების ხმა უნდა გაიგოს.

"აგენტების კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა - „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ - "ხალხის ძალიდან“ და ერთმა - "ევროპელი სოციალისტებიდან“.

პირველი მოსმენით კანონპროექტის დამტკიცება 17 აპრილს, საღამოს შვიდი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან გააპროტესტეს. მოეწყო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენაც. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე შსს-მ ორი ადამიანი დააკავა.

ეს რიგით მესამე აქცია იყო „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. პირველი მასშტაბური პროტესტი პარლამენტთან იმ დროს გაიმართა, როცა "აგენტების კანონპროექტს" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავდნენ.

XS
SM
MD
LG